Saturday, June 13, 2020

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


                     
                    

                                            პრაქტიკული კვლევა




სამეტყველო უნარ-ჩვევის პრობლემა უცხოურ (რუსულ) ენაში და მასთან დაკავშირებული სასწავლო მეთოდიკა



 სსიპ-გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის სოფელ  პატარძეულის  საჯარო  სკოლა
         



რუსული ენის პედაგოგი :  ლიკა აკობია








                                              2018-2019 სასწავლო წელი


სარჩევი
თავი I   
    შესავალი------------------------------------------------------------4
თავი II
     საკვლევი თემის მიმოხილვა--------------------------------------5
·        კვლევის არსი-----------------------------------------------6
თავი III  
     კვლევის მიზნები და ამოცანები-----------------------------------7
·        კვლევის მიზნები-------------------------------------------7
·        კვლევის ამოცანები-----------------------------------------7
თავი IV
      ლიტერატურის მიმოხილვა და ანალიზი-----------------------7
 თავი V
      კვლევის მეთოდოლოგია------------------------------------------11
·        დიაგნოსტიკური ანკეტირება და მონაცემთა ანალიზი------12
·        აღწერითი დაკვირვება-------------------------------------------12
·        გამოკითხვა-----------------------------------------------12
თავი  VI
       მონაცემთა ანალიზი-----------------------------------------------13
·        კვლევის ვადები----------------------------------------13
·        კვლევის განხორციელების ეტაპების ცხრილი------13
თავი  VII
       ინტერვენციები------------------------------------------------------15
თავი VIII
       დასკვნები და რეკომენდაციები----------------------------------16
თავი IX
      ბიბლიოგრაფია-----------------------------------------------------18
დანართი 1---------------------------------------------------------------19
დანართი 2------------------------------------------------------------22
დანართი 3------------------------------------------------------------24
რეფლექსია-------------------------------------------------------------25


























თავი I  შესავალი
    წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია სსიპ- გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის  საჯარო სკოლაში განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,რომრლიც  განხორციელდა 2018–2019 სასწავლო წელს.
      კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მე–5, მე-6 და მე-7 კლასი მოსწავლეებმა. წინამდებარე  ანგარიში მოიცავს   სსიპ-გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის მე-5,მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებში  უცხოური ენის სწავლების პერიოდში შექმნილ სამეტყველო უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას. აქცენტი გაკეთებულია არსებულ საჭიროებებზე , აღნიშნულ კლასებში რუსული ენის გაკვეთილზე არსებული პრობლემის, გამომწვევ მიზეზებზე და გადაჭრის გზების ძიებაზე.
       მასწავლებელთა გამოცდილების შესწავლამ და სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ მკაფიოდ გვაჩვენა, რომ  მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში  მნიშვნელოვანი  როლი უჭირავს    გარემოს და  იმას  თუ რა სწავლების მეთოდებს მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებთან  მუშაობის  პროცესში.
      უცხო ენის სწავლება რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომაც ჩვენ ხშირად ვაწყდებით მოსწავლეთა მხრიდან დემოტივაციას.ხშირ შემთხვევებში უცხო ენის მიწოდება დაყვანილია წესებისა და ცალკეული ლექსიკური ერთეულების დაზეპირებაზე და ნაკლები ყურადღება ექცევა პრაქტიკულ (სამეტყველო )მხარეს.დიდი ყურაღება ექცევა სტილისტიკას,მართლწერას და ბოლო პლანზე იწევს ისეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი უნარის გამომუშავება ,როგორიცაა სამეტყველო უნარ-ჩვევა.ლექსიკური ერთეულების დაზეპირება და მათი სწორი მართლწერა არ აგვარებს იმ პრობლემას ,რომლის წინაშეც დგებიან ჩვენი მოსწავლეები,რადგანაც მათ არ აქვთ გამომუშავებული ლექსიკური მარაგის გამოყენების უნარი. ყოველივე ამან გამოიწვია უცხოური ენის (რუსული ენის)სწავლების  მიმართ ინტერესის განელება,რაც საბოლოო სახით მოსწავლეთა წიგნიერებაზეც აისახა.
   რუსული ენა  განვითარებული,გამოყენებადი და მდიდარი ლექსიკის მქონე ენაა.ამ ენის საკომუნიკაციო დონეზე დაუფლება ძირითადი ამოცანაა.მოსწავლეს არა მხოლოდ ლექსიკური მარაგი უნდა ჰქონდეს მდიდარი,არამედ მან უნდა შეძლოს ამ მარაგის სწორად გამოყენბა.მოსწავლე უნდა არჩევდეს ერთმანეთისაგან ძირითად ლექსიკურ ფონდს და მიისწრაფოდეს ამ ფონდის მეტად გამდიდრებისთვის.უნდა იცოდეს რა საშუალებების და რა სტრატეგიების გამოყენებით უნდა მიიღოს მონაწილეობა ,როგორც რთულ ასევე მარტივ ინტერაქციაში.მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა იმაზე,თუ როგორ იცვლება და მდიდრდება მისი ლექსიკური მარაგი დროთა განმავლობაში,რა შინაგანი და გარეგანი ფაქტორები ახდენენ მასზე გავლენას,როგორ ყალიბდება თანამედროვე ტერმინოლოგია და ცნობდეს ე.წ.“გამჭვირვალე სიტყვებს“
თავი II    საკვლევი თემის მიმოხილვა 
რუსული ენის შესწავლისას გრამატიკული ნაწილის ათვისება მეტად რთული და მნიშვნელოვანი საკითხია ამიტომ გაკვეთილებზე ხშირ შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა მიმდინარეობს გრამატიკულ სავარჯიშოებზე დაჩვენი ყურადღების მიღმა რჩება ისეთი მნიშვნელოვანი უნარის განვითარება როგორიცაა სამეტყველო უნარი,რაც ხშირად ვლინდება მოსწავლეთა ინტერაქციაში.სწორედ აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე გადავწყვიტე კვლევა ჩამეტარებინა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვფიქრობ,რომ ეს კვლევა დამეხმარება პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში და ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარენაში,რასაც ყოველდღიურად ვაწყდები ჩემს პრაქტიკაში და შევძლებ მოსწავლეთა განვიტარებაზე ორიენტირებული სწავლების ეფექტური მეთოდების გამოყენებასა და დანერგვას.
     კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები გამოყენებულ იქნება მე–5,მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებში სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის ,  ეფექტური სტრატეგიების გამოყენების მიზნით.ამასთანავე, კვლევის ანგარიში მნიშვნელოვანი და ღირებულია არამარტო ამ კონკრეტულ კლასებში, არამედ  სხვა დანარჩენ კლასებში . სამეტყველო უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით ანალიზისა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის. ვიმედოვნებ, კვლევის შედეგები დაეხმარება კოლეგებს მსგავსი პრობლემების იდენტიფიცირებაში და მოგვარებაში.
კვლევის არსი
ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს მოსწავლისაგან შესაბამისი საფეხურის გათვალისწინებით აზრის მკაფიოდ, გასაგებად გადმოცემას და მის მოქცევას სათანადო ენობრივ ყალიბში.ანუ მოსწავლე ჯერ თეორიულად უნდა იცნობდეს და შემდეგ  პრაქტიკულად სწორად იყენებდეს ენის გამომსახველობით საშუალებებს,წინადადების კონსტრუქციებს,სიტყვათა ფორმაცვლისა და შეკავშირების წესებს.
სასკოლო პრაქტიკა მთელი რიგი სირთულეებისთ ხასიათდება,ეს სირთულრ კი პირველ რიგში მაშინ იჩენს თავს ,როდესაც მოსწავლეს უწევს რუსული ენის გრამატიკისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გამოყენება.
კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი გრამატიკული კატეგორიის რაობასა და გამომსახველობისთ ტავისებურებებზე გავამახვილოთ ყურადღებადა როგორ გამოვიყენოთ ის მარტივ ინტერაქციაში.მხედველობაში მაქვს სახალმძღვანელოში არსებული ის სავარჯიშო ,საილუსტრაციო მასალა,რომლის დახმარებიტაც უნდა გამოვლინდეს შესასწვლი გრამატიკული კატეგორიების (მეტყველების ნაწილები,წინადადების ტიპები და ა.შ) სტილისტური ნიუანსები.
     კვლევა ახალი ცოდნის ძიებაა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუტვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს,რომლის მიზანია საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწა,  სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება.
   სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის პროცესში მკვლევარი შეიძლება იყოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრი––– მასწავლებელი,  კათედრის ხელმძღვანელი, მოსწავლე და სხვა. მათ ყველაზე უკეთ იციან  თავისი სამუსაოს ძლიერი და სუსტი მხარეები,, იციან საქმიანობის რა ნაწილშია პრობლემა და ცდილობენ მის გადაჭრას; აქედან გამომდინარე  ჩემთვის

პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა  გამოვყო პრობლემა  და შევძლო  სხვადასხვა ინტერვენციების საშუალებით მისი დაძლევა. აღნიშნული კვლევა მიმართულია სკოლაში ჩემს მიერ დანახულ რეალურ პრობლემაზე  და შესაბამისად ეს კვლევა მომცემს შესაძლებლობას გადავჭრა საკვლევი საკითხი და დავისახო სასურველი შედეგი. 

თავი III  კვლევის მიზნები და ამოცანები 
 კვლევის მიზნები
კვლევის მიზანია, შევისწავლო და დავადგინო  რუსული  ენის გაკვეთილზე  მოსწავლეთა სამეტყველო უნარ-ჩვევების   გამომწვევი მიზეზები. შევეცადო ამ მიზეზების გათვალისწინებით ,  შევიმუშავო შესაბამისი სტრატეგიები, დავნერგო და შევარჩიო პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული მეთოდები , ხელი შევუწყო  სამეტყველო უნარის განვითარებას   რუსული  ენის გაკვეთილზე და გავაუმჯობესო მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.
 კვლევის ამოცანები    
      კვლევის მთავარი კითხვაა–– რა არის მიზეზი მოსწავლეთა სამეტყველო უნარ-ჩვევების  პრობლემისა რუსული ენის სწავლებაში?
მიზნის მისაღწევად დავგეგმე შემდეგი ამოცანები:
ü    პირველადი მდგომარეობის შეფასება, კვლევის შესაბამისი რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების გამოყენებით. 
ü  პირველადი შეფასების შედეგების გათვალისწინებით ინტერვენციების დაგეგმვა; 
ü                  ინტერვენციების განხორციელება; 
ü  ინტერვენციების შედეგების შეფასება; 
ü  კვლევის პირველადი და ინტერვენციების შედეგომი შედეგების ანალიზი.
პირველადი შეფასების რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები გამოიყენება, კვლევის ყველა ეტაპზე. 
 

თავი IV  ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი 
ჩვენ  ქვეყანაში რუსული ენის სწავლების  მრავალწლიანი გამოცდელებაა,სწავლების მეთოდები, მიდგომები  და სტრატეგიები დიდხანია დენერგილია  საქართველოს სკოლებში . აღსანიშნავია, რომ  დროთა განმავლობაში ამ მეთოდიკამ განიცადა რადიკალური ცვლილება და რუსული ენის სწავლებას მიეცა ახალი ,გამარტივებული  ფორმა.  ამ საგანმანათლებლო საჭიროებების ცვლილებამ რადიკალური ზეგავლენა მოახდინა როგორც პედაგოგებზე ,ასევე მოსწავლეებზე .შემოვიდა  ახალი ცნება  „Русский язык  как  Р К И „  ამ მიმართულებით სკოლებში დაინერგა  ევროპის ქვეყნებში  აპრობირებული სასწავლო-მეთოდური პრატიკა –  რაც საგნის სწავლების არსებული კონცეფციის შემადგენელი ნაწილებია. საგანმანათლებლო საჭიროებების ცვლილებების, ტექნიკური პროგრესის და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით ჩნდება ახალი გამოწვევები და სირთულეები კერძოდ  კი სამეტყველო  უნარების  განვითარება.  რაც საჭიროებს კვლევას, მონიტორინგს და სისტემურ ცვლილებებს.
    მნიშვნელოვანია სწავლების  სტრატეგიების და კონცეფციების მორგება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისა და მოთხოვნებისთვის.
ენის შესწავლისადმი კომუნიკაციური მიდგომის შესახებ არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი. ზოგი ავტორი  ( მაგალითად გ .გ. გოლეთიანი  )უპირატესობას ანიჭებს გრამატიკის ზედმიწევნით ცოდნას, კარგ სტრუქტურულ ბაზას, რომელზეც შეიძლება კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დაფუძნება .
მეორენი  (სტანისლავ ჩერნიშოვი, ალა ჩერნიშოვა) უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სწრაფმეტყველებას და მიაჩნიათ, რომ გრამატიკული კომპეტენცია ყალიბდება თავისთავად, კომუნიკაციის პროცესში, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც შექმნილია  შესაბამისი ენიბრივი გარემო ,  გრამატიკის ცოდნის მიუხედავად. ამ ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრების გარდა არსებობს მიდგომები, რომლებიც ოქროს შუალედის გამონახვას ცდილობს. მათ მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ექსპლიციტური გრამატიკული წესები და ტერმინოლოგია არ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ძირფესვიანად ,რდგან სწავლების საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს სამეტყველო უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება , მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს სავარჯიშოთა კომუნიკაციური დატვირთვა ანუ გრამატიკული მოდელების სწავლებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მათ სამეტყველო ფუნქციებსა და მათი გამოყენებს ტიპობრივ სიტუაციებში. ასე რომ, სწავლების კომუნიკაციური მეთოდი გულისხმობს ძირითადად კომუნიკაციურ სავარჯიშოთა სისტემის გამოყენებას, რომლებიც თავისთავად გრამატიკულ კანონზომიერებებს ეყრდნობა. 
კომუნიკაციური მეთოდისთვის მნიშვნელოვანია კომბინირებული,ინოვაციური და განსხვავებული  სავარჯიშოები, რომელთაც გრამატიკულ მიმართულებასთან ერთად    სამეტყველო უნარ_ჩვევების  განვითარებასაც  უწყობს ხელს .
არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა მიერ იმის გაცნობიერებას, რომ გრამატიკული ფორმების სწავლებისას  ხდება ელემანტარული სამეტყველო  და კომუნიკაციური  ამოცანის გადასაჭრა  და რომ მათი გააზრებით  მარტივდება    ინტერაქციაში მათი  გამოყენება .
 სამეტყველო უნარ- ჩვევების  განვითარება და  სწავლება  აღიარებს სწავლების კომუნიკაციურ მეთოდს, რომელიც ემყარება არა უბრალოდ  ლექსიკურ ერთეულებზე, წინადადებზე , არამედ გამონათქვამის, ციტატების  დონეზე მუშაობის აუცილებლობას.
 აქედან გამომდინარე  აუცილებელია    ყურდღება  მიექცეს არა მარტო  გრამატიკული წესების, ტექსტის ცოდნაზე, არამედ კონკრეტული ენობრივი მასალის კონკრეტულ კომუნიკაციურ, სამეტყველო სიტუაციაში გამოყენებაზე. 
      ენობრივი და სამეტყველო მასალა – კლიშეები, მოდელები, სქემები, ცხრილები, წინადადებები, მინიტექსტები, დიალოგები – ორგანიზებული უნდა იყოს თემატურად და სამეტყველო ფუნქციების  და მოსწავლეთა უნარების მიხედვით.
      ტექსტებსა და სავარჯიშოებში სტიმულირებული უნდა იყოს რეალური საკომუნიკაციო სიტუაცია, რომელიც ახლოსაა მოსწავლის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. 
      სწავლებისა და სწავლისას აქცენტირება უნდა კეთდებოდაე  არა  მარტო სიტყვების დამახსოვრებაზე, არამედ ამ სიტყვების კომუნიკაციაში გამოყენებაზე. 
      კომუნიკაციურობის მიღწევა მხოლოდ ინტერაქტიული სწავლების პირობებშია შესაძლებელი, ამიტომ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ურთიერთობის სხვადასხვა ფორმის გამოყენების შესაძლებლობა. 
      შესწავლილი მასალის გამეორებით უპირველესად  ენის სწავლება მტკიცდება. ხშირი  განმეორება, თანაც სხვადასხვა კონტექსტსა და სიტუაციაში, მარტო მექანიკურ კი არა, გააზრებულ დამახსოვრებას უწყობს ხელს. მისი სიხშირე და ხანგრძლივობა  დამოკიდებულია ლექსიკური ერთეულის სირთულეზე.
      გააზრებულობის / შეგნებულობის პრინციპი. გააზრების გარეშე სამეტყველო უნარ -ჩვევევბის  შეძენა და  განვითარება არ ხდება. მოსწავლემ  უნდა  გაიზროს  და გაიგოს  ის აუცილებელი გრამატიკული მასალა ,რომრლიც მას საშულებეს მისცემს მონაცილეობა მიიღოს მარტივ  ინტერექციაში . მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი  სწორად ზეპირ მეტყველებას 
      მისაწვდომობის პრინციპი. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მასალა არც მეტისმეტად რთული უნდა იყოს და არც მეტისმეტად მარტივი,  მასალა უნდა ითვალისწონებდეს  თითიეული მოსწავლის შესაძლებლობას ,რადგან ორივე შემთხვევაში მოტივაცია ეცემა. მიცემული დავალებები უნდა იყოს  გასაგები ,მრავალფეროვანი   და დაძლევდი.
      თვალსაჩინოების პრინციპი. მასალის აღქმასა და გააზრებას აადვილებს    როგორც ვიზუალური ,მასალა ასევე  აუდიო ვიდეო რესურსების გამოყებნებაც.


 შევეცდები, განხილული ლიტერატურისა და   ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით  ჩამოვაყალიბო  იმ აქტივობათა ჩამონათვალი,რომლის მიზანია სამეტყველო უნარების განვითარების ხელშეწყობა.
  აუდი-ვიდეო მასალის გამოყენება.
  როლური       თამა
  მთხრობელობა
  შესაბამისობის დადგენა.
  გამოტოვებული სიტყვების ჩასმა სწორი გრამატიკული ფორმით.
  შეცდომების პოვნა
  დისკუსია
  ტექსტზე მუშაობა
   მეტყველების ნაწილების კლასიფიკაცია. 
  გამოკითხვა წყვილებში.
  ლექსიკური ერთეულების  გამოყენებით მარტივი წინადადებების   შედგენა.
  მოსასმენ მასალაზე დაყრდნობით კითხვითი წინდადებების შედგენა .
  კითხა-პასუხი.

თავი  : V კვლევის  მეთოდოლოგია
კვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი მეთოდები :
         დიაგნოსტიკური ანკეტირება და მონაცემთა ანალიზი.  დაკვირვების შედეგების ანალიზი.  - რაოდენობრივი კვლევის მეთოდი (დანართი 1)
         გამოკითხვა -  რაოდენობრივი კვლევის მეთოდი (დანართი 2)
         აღწერითი დაკვირვება  (მოსწავლეებზე)- თვისობრივი კვლევის მეთოდი.  ( დანართი 3)

(პირველადი მდგომარეობის კვლევა) 
§  აღწერითი დაკვირვება (მოსწავლეთათვის) 
§  დიაგნოსტიკური ანკეტირება მოსწავლეთათვის. 
§  შედეგების ანლიზი 
(ინტერვენციების შემდგომ შედეგების კვლევა) 
§  აღწერით დაკვირვება (მოსწავლეთათვის) 
§  დიაგნოსტიკური ანკეტირება მოსწავლეთათვის. 
§  შედეგების ანალიზი 
  პირველადი შეფასება  რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება: 

„ აღწერითი  დაკვირვება
აღწერითი დაკვირვების წარმოება  დავიწყე 2019 წლის   5 თებერვლიდან და  დავასრულე   2019 ლის 1 მარტს . სამიზნე ჯგუფი იყო მე- 5 ,მე-6 ,მე- 7 კლასის მოსწავლეები.  დაკვირვების მიზანი იყო იმ პრობლემების გამოვლენა, რომელის ექმნებათ თითოეულ მოსწავლეს სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებისას. წინასწარ მქონდა შემუშავებული შეფასების რუბრიკა.
 დიაგნოსტიკური კითხვარი შევადგინე ეთიკის კოდექსების მოთხოვნების თანახმად, რესპონდენტების მონაწილეობა გამოკვლევაში ნებაყოფლობითი უნდა იყოს, მკვლევარმა შეძლებისდაგვარად უნდა მიაწოდოს მას სრული ინფორმაცია გამოკვლევის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. რესპონდენტთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელსაც მკვლევრები კისრულობენ, მათი კონფიდენციალობის დაცვაა. ხშირად რესპონდენტები მხოლოდ იმ პირობით იძლევიან თანხმობას ჩვენთან საუბარზე, თუ მათი ვინაობა არ იქნება გამჟღავნებული, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში,  რთულია მათი დარწმუნება, რომ ჩვენ მათ კონფიდენციალობას დავიცავთ, ვინაიდან მკვლევრებისთვის, როგორც წესი, ცნობილია რესპონდენტის ვინაობა.                                        
     თავი :     VI       მონაცემთა ანალიზი
პირველადი შედეგების ანალიზი განვახორციელე დიაგრამებისა და აღწერის საშულებით,მსურდა დამედგინა, ხომ არ იყო სამეტყველო უნარ-ჩვევების პრობლემის მიზეზი,უშუალოდ კონკრეტული საგანი(რუსული ენა) ,რომელიც მოსწავლბისათვის იყო რთული და უინტერესო . გამოკითხვამ  ნათლად დამანახა შედეგები სადაც გამოვლინდა მოსწავლეტა აქტიური ინტერესი და მოთხოვნა რუსული ენისადმი  და სწორედ  ამან მომცა საშუალება კვლეის მომდევნო ეტაპის განხორციელების.  
 ანკეტირების შედეგად აგრთვე დადგინდა , რომ მოსწავლეებს უჭირთ თეორიული
ცოდნის გამოყენება  პრაქტიკაში იმ სოციალურ გარემოში სადაც უწევთ მათ დროის უმეტესი ნაწილის გატარება ,რადგან ამ გარემოში რუსული ენა უფრო ნაკლებად აქტუალურია  ვიდრე სხვა უცხოური ენა.
კვლევის ვადები
ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს .კვლევა დავიწყე დავიწყე 2018 წლის დეკემბერში,იანვარ-თებერვალში დავამუშავე ლიტერატურა ,რომელიც დამეხმარებოდა კვლევის სწორად წარმართვაში.კვლევა გაგრძელდა 1 ივნისამდე.
კვლევის განხორციელების ეტაპების ცხრილი
კვლევის განხორციელების ეტაპები
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი პრობლემის შერჩევა
ü   
ü   





ლიტერატურის გაცნობა

ü   
ü   




აღწერითი დაკვირვება


ü   
ü   



ანკეტა–კითხვარების შემუშავება



ü   



გამოკითხვა



ü   



 გამოკითხვს  შედეგების ანალიზი




ü   


სავარაუდო ინტერვენციის  განხილვა




ü   


ინტერვენციის განხორციელება




ü  
ü  

ინტერვენციის შედეგების ანალიზი





ü  

გამოცდილების გაზიარება და უკუკავშირი კათედრის წევრებთანდა პედაგოგებთან






ü  





  თავი VII    ინტერვენციები 
    შედეგების ანალიზის საფუძველზე  გავიარე კონსულტაცია კოლეგებთან, გავითვალისწინე მათი რჩევები და გადავწყვიტე განმეხორციელებინა პირეველი ინტერვენცია :
პროექტული საწავლება   : კვლევის განმავლობაშიო დავგეგმე ორი პროექტის განხორციელება.
პირველი პროექტის განხორციელების დრის   მოსწავლეებს დავავალე  საკვლევი მასალის  თანაბრად გადანაწილდება . მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ინტერნეტში,  გაეცნობიან რუსულ კულტურას, ტრადიციებს,  გაიგებენ თუ როგორ  ხდებოდა  ეროვნული ტანისამოსის და ხელნაკეთი  ნივთების  დამზადება საუკუნეების მანძილზე. მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები ხსნიან პატარა სახელოსნოს სადაც საკუთარი  ხელით ქმნიან მსგავს მოდელებს. პროექტის დასკვნით ფაზაზე მოსწავლეები მოაწყობენ გამოფენას ,სადაც წარმოდგენილი იქნებათ მათ მიერ შექმნილი რესურსები .
  
მეორე პეროექტი ავგეგმ მოსწავლეთა  სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. გავითველისწინე მათი ინტერესები და დავგეგემე შემდეგი აქტივობები :
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად მოხდა    ფუნქციები  თანაბარი  გადანაწილდება. , მოიძიეს  ინტერნეტში  მასალა  „ ბრემენელი მუსიკოსების შესახებ,,  გაიცნეს  და ისწავლეს  მათ რეპერტუარი , მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა  მოაწყეს  ღონისძიება სადაც  წარმოდგენილი  ჰქონდათ  ბრემენელი მუსიკოსების  სიმღერები, მოხდა სიმღერის ტექსტის დამუშავება, თარგმნა და  შესრულება . მოიძიეს  ინტერნეტში და სკოლის ბიბლიოთეკაში პატარა იგავ-არაკ, რომლის ინსცენირებაც  მოახდნეს ღონისძიებაზე.

 თავი VIII დასკვნები და  რეკომენდაციები
კვლევის შედეგების გაანალიზებისას , შეიძლება ითქვას, რომ უცხოური ენის შეწავლისას სამეტყველო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის  სასურველია  პედაგოგმა თავიდანვე გამოიყენოს მრავალფეროვანი მოსასმენი მასალები,რადგან მოსმენა პირდაპირ კავშირშია სამეტყველო უნარის განვითარებასთან , აგრეთვე გამოიყენოს სწავლების ინტერაქტიური მეთოდების გამოყენება. სასურველია სკოლაში არსებობდეს უცხოური ენის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო რესურსით, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებით გაკვეთილის ჩატარებას, სადაც მოხდება თავად მოსწავლეების მიერ ელექტრო რესურსების დამზადება და შემდეგ გაკვეთილზე გამოყენება.
კოლეგებს, რომელთაც  უცხო ენის სწავლებისას აქვთ  სამეტყველო უნარ -ჩვევეის ჩემოყალიბების პრობლემა  და სურთ, რომ მოსწავლეებს ხელი შეუწყონ   სამეტყველო კონსტრუქციების შესწავლას, გამოადგებათ ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები. 
    ინტერვენციების ფარგლებში გამოყენებული აქტივობები მოსწავლეებისთვის სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს, იზრდება მათი მოტივაცია და სურვილი უკეთ შეისწავლონ რუსული ენა,რაც  ხელს უწყობს  ელემენტრული და საბაზო სამეტყველო უნარების განვითარებას. 

გამოყენებულმა  ინტერვენციებმა  ხელი შეუწყო: 
  •   საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას
  • სამეტყველო უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებას
  • წერით და ზეპირი მეტყველების გაუმჯობესებას
·         მოტუვაციის ამაღლებას
  • ტექსტის გაანალიზების პროცესის გამარტივებას. 
·         გრამატიკული კონსტრუქციების მართებულად გამოყენებას  
მიუხედავედ იმისა ,რომ რუსული ენის სწავლებამ მიიღო     Р К И  „- სტატუსი ,  მოსწავლეებისათვის მაინც რჩება რთულ ამოცანად მარტივ  სამელტყელო უნარებზე გასვლა ,ამას კი ხელს უწყობს ის გარემოება ,რომ მოსწავლეები არა არიან ენობრივ სფეროში  ,ანუ მათ ყოველდღიურად არ აქვთ ურთიერთობა  ამ ენის მატარებელ  პირებთან ,რაც თავის მხრივ იწვევს კომუნიკაციის უნარის განუვითარებლობას.  ჩატარებული კვლევის შედაგედ გამოვლენილი პრობლემის აღსაკვეთად   ვფიქრობ, რომ შეუძლებელია  ამ პრობლემის რადიკალურად გაუმჯობესება, ვინაიდან კვლევის ხანგრძლივობა საკმაოდ მცირეა დიდი ცვლილებების მისაღებად. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ინტერვენციების გამოყენება გავაგრძელო კვლევის დასრულების შემდეგაც, ვინაიდან ისინი ეფექტური ღმოჩნდა დროის მოკლე პერიოდში, უკეთეს შედეგს მივიღებ ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში.
 პედაგოგიური კვლევის თითქმის ყველა ეტპზე მქონდა საუბრები,კონსულტაციები კოლეგებთან, რა დროსაც ვღებულობდი მეტად საინტერესო რჩავებს და ინსტრუქციებს.მათი მხრიდან ასეთი მხარდაჭერა დიდი სტიმული იყო ჩემთვის , რომ  უფრო მეტი შემართებით გამეგრძელებინა საკუთარი პედაგოგიური , მოღვაწეობა , დამენერგა ჩემს პრაქტიკაში ეროვნული სასაწავლო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი ახალი მიდგომა და შეთავაზება.


 თავი   IX ბიბლიოგრაფია  
1.      ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-  2024წ. 
2.      თ. ზურაბიშვილი, „სოციალური კვლევა“ 
3.      თ. აბულაძე, თ დოლიძე, ნ. კოხოძე „პრაქტიკული კვლევა სკოლაში: ზოგადი მიმოხილვა“ ელ. ჟურნალი „მასწავლებელი“ 
4.      გიორგი გიორგის ძე გოლეთიანი - რუსული ენის პტაქტიკული კურსი - თბილისი -1987
5.      .РУССКИЙ ЯЗЫК БЫСТРО  (инновационный учебно-методический комплекс для интенсивного   изучения РКИ  на этапе довузовской подготовки)   Е.С. КУЗЬМИНА  Москва-2008 г
6.      Гулиева Л.М., Сеидзаде Л.Г.   СБОРНИК УПРАЖНЕНИЙ ПО-    РУССКОМУ
ЯЗЫКУ  ДЛЯ СТУДЕНТОВ-ИНОСТРАНЦЕВ
(подготовительный факультет – начальный этап) – Баку-2007

7.      თ. ოთხმეზური. „პროფესიული უნარები, როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა     სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის“.  თბილისი, 2016 
8.      მ. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის 
9.      დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 
10.  წულაძე         ლ.       „რაოდენობრივი      კვლევის        მეთოდები     სოციალურ მეცნიერებებში“ თბ.  









დანართი 1
დიაგნოსტიკური კითხვარი  მოსწავლეთათვის
                                        (რაოდენობრივი კვლევის მეთოდი )

1)    მოგწონთ თუ არა  რუსული  ენის სწავლება  ?
ა) დიახ
ბ) არა
2)    რთულია თუ არა რუსული ენის სწავლება?
 ა)  დიახ 
ბ) არა
3)    როგორ ფიქრობ  საჭირო რუსული  ენის ცოდნა?
ა) დიახ
ბ)  არა




რთულია თუა არა რუსული ენის სწავლა ?
60     

























50
40
30
20
10
0
                                               დიახ                                                                                არა
 Series 1



                                                                                           











დანართი 2
                                                      გამოკითხვა
1)       არის თუა არა კლასში შექმნილი ენის სწავლებისთვის შესაფერისი გარემო  ?

ა) დიახ

ბ) არა 

2)      არის თუ არა დამოკიდებული უცხო ენის სწავლება მის აქტუალობაზე?

ა) დიხ 

ბ) არა 



 გამოკითხვის შედეგები

























 დანართი N 3

კრიტერიუმები
1
2
3
4
მონაწილეობა დისკუსიებსა და სხვადასხვა აქტივობებშ
არ მონაწილეობს დისკუსიებსა და აქტივობებშ
იშვიათად მონაწილეობს დისკუსიებსა და აქტივობებშ
უმეტესად მონაწილეობს დისკუსიებსა და აქტივობებშ
ყოვეთვის მონაწილეობს დისკუსიასა და აქტივობებში
აქტივობის ინიციატორ
არ იჩენს ინიციატივა
იშვიათად იჩენს ინიციატივა
უმეტესად იჩენს ინიციატივა
ყოველთვის იჩენს ინიციატივა
მონაწილეობა აქტივობებში ,როდესაც ვიყენებთ აუდიო-ვიდეო მასალას
არ მონაწილეობს
იშვიათად მონაწილეობს
უმეტესად მონაწილეობს
ყოველთვის მონაწილეობს








                                      
















                                         ჩატარებული კვლევის რეფლექსია

პედაგოგიური პტაქტიკის კვლევის თემის შერჩევისას ვეყრდნობოდი ეროვნულ სასწავლო გეგმას: უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ბ) უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
      უცხოურ ენის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებია მოსწავლეს:
·           განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
·           განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კიხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
·           გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი;
·           ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
·           განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგების უნარი;
·           მომზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
·           განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.
საკვლევი თემის იდენტიფიცირების შემდეგ, გავეცანი სათანადო ლიტერატურას.

აღნიშნული კვლევის ანგარიში წარვადგინე უცხოური ენის კათედრაზე პრეზენტაციის სახით, მიღებული გამოცდილების გაზიარების, ასევე კოლეგების მხრიდან უკუკავშირის მიღების მიზნით.
კოლეგებთან შეხვედრის დროს მათ დეტალურად მოვახსენე ინფორმაცია კვლევის ეტაპების შესახებ.
მათთან შეხვედრაზე გავამახვილე ყურადღება ჩემს მიერ შერჩეული პრობლემის აქტუალობაზე. წარვადგინე იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც დავამუშავე კვლევაზე მუშაობის პერიოდში და ამავე დროს, გავამახვილე ყურადღება აღნიშნულ ლიტერატურაში განხილულ მეთოდოლოგიაზე.
განვიხილეთ ის ინტერვენციები, კითხვარები, ინტერვენციების და კითხვარების შედეგები.
კოლეგებისგან მივიღე უკუკავშირი. უკუკავშირის დროს გამოიკვეთა  ორი ძირიადი საკითხი სადაც კოლეგებმა აღნიშნეს, რომ კარგად იყო დაგეგმილი ინტერვენციები, თუმცა მათი აზრით უკეთესი იქნებოდა ინტერვენციების მრავალფეროვნება კვლევის პერიოდში და აგრეთვე მათ ყურადღება გაამახვილეს კითხვარებში დასმულ შეკითხვებზე.
კოლეგებისგან უკუ კავშირის მიღების დროს, მოვისმინე მათი პროფესიული რჩევები , რასაც გავითვალისწინებ ჩემს პროფესიულ სამიანობაში.

ჩემს პედაგოგიური კვლევის წარმოებისას ვეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები და განმეხორციელებინა დასახული მიზანი. მიზნად დავისახე  სამეტყველო უნარ ჩვევების განვითარება  უცხო ენის სწავლების პროცესში . კვლევის შედეგად მოსწავლეებში  მოხდეს საკომუნიკაციო და სამეტყველო უნარ- ჩვევების განვითარება და განმტკიცება, კვლევის პროცესში გავარკვიე ,რომ მოსწავლეებს არ უჭირთ ლეკსიკური ერთეულების დამახსოვრება და გაგება ,მათ  უჭირთ იმ კომპლექსის გადალახვა რომელიც უჩნდებათ ენობრივ სფეროში ჩრთვის როს. ჩტარებული ატივობების შედეგად მოსწავლეებში გაიღვიძა შემოქმედებითმა უნარმა  და მათ შეძლეს უცხო ენაზე მარტივი ,როლური თამაშების გამოყენებით საკუთარი ლექსიკური მარაგის  გამოყენაბ.
ვფიქრობ,რომ ამ მეთოდების გამოყებნება კარგია სწავლების საწყის ეტპზე, ადან შემდგომ მათ შეძლონ თავისუფლად  სამეტყველო უნარების გამოყენება .
 თუმცა კვლევის  ჩატარების დროს თავი იჩინა   არა ერთმა პრობლემამ,სამიზნე ჯგუფად ავირჩიე მხოლოდ   მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები. ამ კვლევაში არ მაქვს შეტანილი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა  მონაცემები. ვფიქრობ, მათთან მუშაობის დროსაც გავითვალისწინო  ის ინტერვენციები, რომელიც გამოვიყენე კვლევის დროს და აგრეთვე კოლეგებისგან მიღებული რჩევები.
მიმაჩნია რომ კვლევის დაწყებისას დასახულ მიზანს მივაღწიე. შედეგი თვალსაჩინოა, რადგან  მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ  საგაკვეთილო პროცესში ,მიიღეს მონაწილეობა  რუსულ ენაზე დადგმულ ღონისძიებებში ,მარტივად და  თავისუფლად  წარმოადგინეს თეატრალიზებული ინსცენირება.
. ამ კვლევის დახმარებით პროფესიულად გავიზარდე და მზად ვარ მომავალში ისევ გავაგრძელო მუშაობა  მოსწავლეებთან სამეტყველო უნარების განვითარების მიმართულებით. გავუწიო კოლეგებს რეკომენდაცია ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით.