Saturday, June 22, 2019

პროექტი

მოკლევადიანი პროექტის სახელწოდება : კულტურა და ტრადიციები.
     პროექტის ხელმძღვანელი : ლიკა აკობია
 პროექტის ხანგრძლივობა :
 1 თვე .
პროექტის იდეა.       პროექტის იდეა დაიბადა რუსული ენის საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილის თემა იყო „ტრადიციები ''სადაც ფოტო სურათზე აღბეჭდილი იყო რუსული ეროვნული ტანისამოსი და თავსაბურავი, აგრეთვე წარმოდგენილი იყო რუსულ ტრადიციულ სტილში შესრულებული სახვადასხვა ხელნაკეთი ნივთები. ინტერესი გამოიწვია თავსაბურავის ფეხსაცმლის და ხელნაკეთი ნივთის სახელწოდებამ - „Кокошник“ , “Лапти”, „Гжель “. ამ ლექსიკურმა ერთეულებმა მოსწავლეებში გამოიწვია დიდი ინტერესი . რის შედეგადაც გადავწყვიტეთ ერთობლვად ამ პროექტის განხორციელება. პროექტის მიზანი : მოსწავლეთა ინფორმირება არსებულის საკითხის ირგვლივ. კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება
. მონაწილეთა ასაკი : 12-13 წელი.
   მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოაწყობენ ხელნაკეთი ნივთების გამოფენას მოცემულ თემაზე ,ინფორმაციის კვლევა-ძიების შედეგები შეჯამდება პრეზენტაციი სახით
. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : საღებავი, თიხა , კერამიკის თეფშები, მუყაო, ფერადი ქაღალდები, მძივები, ჩალის მასალა ,ფუნჯები, წებო.
 პროექტის მსვლელობა : მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, საკვლევი მასალა თანაბრად გადანაწილდება , მოიძიებენ მასალას ინტერნეტში, გაეცნობიან რუსულ კულტურას, ტრადიციებს, გაიგებენ თუ როგორ ხდებოდა ეროვნული ტანისამოსის და ხელნაკეთი ნივთების დამზადება საუკუნეების მანძილზე. მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები ხსნიან პატარა სახელოსნოს, სადაც საკუთარი ხელით ქმნიან მსგავს მოდელებს. პროექტის დასკვნით ფაზაზე მოსწავლეები მოაწყობენ გამოფენას ,სადაც წარმოდგენილი ექნებათ მათ მიერ შექმნილი რესურსები .
 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
 ისტორია/გეოგრაფია
 უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
 III.11.მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა  .

გამოიცანი გაკვეთილის თემა-აღნიშნული რესურსი მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს საგაკვეთილო თემის გამოცნობის მიზნით ,მოსწავლეებს შეუძლიათ თავისუფლად ვარაუდების გამოთქმა

https://drive.google.com/file/d/1l3W3NJ0hUzi248DDKsa-kz5GNU8Zot7j/view?usp=sharing